პირველ მარტამდე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა „კომენდანტის საათის“ სახით ძალაში რჩება

პირველ მარტამდე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა „კომენდანტის საათის“ სახით ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„1-ელ მარტამდე ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა, კერძოდ „კომენდანტის საათი“ საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები