პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გააუმჯობესებს

წელს პირველ კვარტალში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და ეკონომიკის უფრო იაფიან დაკრედიტებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს მექანიზმი ხელს შეუწყობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად, ან ოპერირებენ ისეთ სექტორში, სადაც ბანკების მიერ კრედიტების გაცემა შეზღუდულია.

„ეს არის ინოვაციური მექანიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის. მაქვს ძალიან მაღალი მოლოდინი, რომ ეს დაგვეხმარება, გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ევროკავშირი დაგვეხმარა ამ ნაბიჯის მომზადებაში და დარწმუნებული ვარ, ეს მექანიზმი გახდება მომავალ წლებში მთავარი ლოკომოტივი იმისა, რომ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გავზარდოთ. ჩვენი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა არის სიღარიბე და სიღარიბის დამარცხება შეიძლება მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდით მთლიან ეკონომიკაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ხელისუფლება ისრების გადატანას ცდილობს, რეალურ დამკვეთებს არ სჯის
შემდეგი სტატიამესმის, სალომე ზურაბიშვილი რას გრძნობს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება წინ უნდა დავაყენოთ