16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

პირველ კლასში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება

პირველ კლასში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.

აღნიშნულ მთავრობა ითხოვს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ უკვე დაწყებულია პირველკლასელთა რეგისტრაცია, იმისათვის, რომ პროცესი არ შეფერხდეს, ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებაა საჭირო.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტში აღნიშნულია, რომ გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცეს იმ პირსაც, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მთავრობის განმარტებით, ამ საგამონაკლისო წესის გათვალისწინებით, პირველკლასელთა რაოდენობა საშუალოდ 8000 მოსწავლით გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიკუბაზე ელექტრომომარაგების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო, მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
შემდეგი სტატიაკალასი: საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გაძლიერდეს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო მისია