პირველ და მეორე დაკავებას შორის შვიდ თვეში მტკიცებულება, რაც მოიპოვეს, ეს იყო ჩადებული მოწმე

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ჭანტურია ამბობს, რომ ძალოვანებმა სასამართლოს მის წინააღმდეგ ვერც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება ვერ წარუდგინეს. გიორგი ჭანტურიას თქმით, ის უდანაშულოა. მისი განცხადებით, ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახმაურებულია და ამიტომ, პოკურატურამ გადაწყვიტა, მას შეაწმინდოს ხელი, რის გამოც ის დააკავეს.

„სამდღიანი პატიმრობის შემდეგ გამათავისუფლეს მტკიცებულებების არქონის გამო. ამის შემდეგ შვიდ თვეში აგვისტოს დასაწყისში დამაკავეს იგივე ბრალდებით და უკვე დღეს გავთავისუფლდი, 9 თვის შემდეგ. სასმართლო განხილვა ჩატარდა ისე, რომ ვერანაირი მტკიცებულება ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ჩემ წინააღმდეგ. ერთადერთი პირველ და მეორე დაკავებას შორის შვიდ თვეში მტკიცებულება, რაც მოიპოვეს, ეს იყო ჩადებული მოწმე. ამას გარდა სხვა მტკიცებულება ფიზიკურად ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემ,“ – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

გიორგი ჭანტურიას გამოძიება ასევე ედავებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, თუმცა პროკურატურას ეს ბრალიც არ დაუმტკიცებია. ჭანტურიას თქმით, მას იარაღი ჩაუდეს.

„ჩემი პირველად დაკავება მოხდა იმ მოტივით, რომ იქნებ რამე მტკიცებულება მოეპოვებინათ აღნიშნულ საქმეზე. შესაბამისად, როდესაც ვერ იქნა მტკიცებულება მოპოვებული, მე გამათავისუფლეს. ჩემი აზრით, ამის შემდეგ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რომ ჰქონოდათ ისეთი ბრალდება წარდგენილი მკვლელობის მიღმა, რომ დავუშვათ, მკვლელობის ნაწილში თუ მე გავმართლდებოდი, რაღაცა ბრალდებით მოეხერხებინათ ჩემი შეკავება საპყრობილეში. ეს იყო იარაღის მოტივი,“ – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა გიორგი ჭანტურიას პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავერ ვიტყვი იყო თუ არა შეცდომა დაშვებული, მე იქ არ ვყოფილვარ – ვახტანგ გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე