პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები აუცილებლად იქნებიან ბიულეტენში

არ არსებობს კანდიდატის გაუქმების ოფიციალური პროცედურა, ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები, აუცილებლად იქნებიან ბიულეტენში, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა სცეს ამომრჩეველს პატივი. იმ ორ მილიონ ამომრჩეველს, რომელიც მივიდა და დააფიქსირა საკუთარი ნება, მიუხედავად იმისა, ვისი ამომრჩეველიც არ უნდა ყოფილიყო. ეს ეხება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას. როგორც იკვეთება, რამდენიმეგან გვექნება მეორე ტური. პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, მათ დამოკიდებულებას. ასევე, იმ ახალ სისტემას, რომლითაც არჩევნები ჩატარდა. მოსახლეობა ელოდება პარლამენტში თავის წარმომადგენელს.

მეორე ტური, ნებისმიერ შემთხევაში, ჩატარდება პროცედურულად. არ არსებობს კანდიდატის გაუქმების ოფიციალური პროცედურა, ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები აუცილებლად იქნებიან ბიულეტენში“, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ „ღამის კურიერის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია – იმ შემთხვევაში გადავდგები, თუ რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: მოეგეთ დროზე გონს და ჩაატარეთ პატიოსანი არჩევნები და არა ეს რაღაცა შამანობა