პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება – ეს არის მესამე ხარისხის სიმძიმის დაავადება, სიკვდილის წინა სტადია – თოიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება – ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ კლინიკა „ვივამედიში“ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად, ცენტრ „ემპათიის“ ექიმების სამედიცინო ჯგუფი შევა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფინალური დასკვნა დაიწეროს.

„თითქმის ერთი თვეა [მიხეილ სააკაშვილი] არ მოგვენახულებინა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ვიცით, მხოლოდ მედიის საშუალებით და ექიმებთან ხანმოკლე საუბრით.

ჩემს პირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება. ის იყო ადამიანი, რომელსაც არ უჭირდა ლაპარაკი, არ უჭირდა სიარული იმ ხარისხით, რაც დღეს არის. ამიტომ, ალბათ ამ დღეებში ჩვენ მას მოვინახულებთ იმისათვის, რომ ფინალური დასკვნა დაიწეროს უკვე ობიექტური შეფასებით.

ეს არის მესამე სიმძიმის ხარისხის დაავადება, ბოლოს წინა, ანუ სიკვდილის წინა სტადია“, – განაცხადა ოთარ თოიძემ.

banner
წინა სტატიაშიშოიგუმ რუს სამხედროებს უკრაინაში გამოჩენილი „მამაცობისთვის“ მედლები გადასცა
შემდეგი სტატიაესტონეთი 2 ევროს ახალ მონეტას გამოუშვებს, რომელსაც Slava Ukraini ეწერება