პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანი დაშავდა

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანი დაშავდა. ოთხივე მათგანი იაშვილის კლინიკაში 14 იანვარს შეიყვანეს, ერთი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში ბათუმიდან გადმოიყვანეს.

ყველა პაციენტს კიდურები აქვს დაზიანებული და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. არასრულწლოვნების მდგომარეობა ექიმის თქმით უკვე სტაბილურია.

ბათუმში კი პიროტექნიკის აფეთქებით კიდევ ერთი მოზარდი დაშავდა, რომელიც მალევე გაწერეს.

„კლინიკაში შემოყვანილ იქნა 4 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ პიროტექნიკის მტევანში აფეთქების შედეგად დაზიანებები. დაზიანებული ჰქონდათ კუნთები, მყესები, აღენიშნებოდათ ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა დროულად ყველას. აღდგა დაზიანებული ნაწილები მაქსიმალურად. პაციენტები უკვე არიან ქირურგიულ განყოფილებაში და თავს გრძნობენ დამაკმაყოფილებლად.“ – განაცხადა ორთოპედმა ბიძინა კანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიH1N1-ით გორში 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაელექტრონული Harley-Davidson-ი