23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

“პირობას ვდებ, შურს ვიძიებთ”- მოჯტაბა ხამენეი აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობის გამო შურისძიებას აანონსებს

ირანის ახალმა სულიერმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ მამამისის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შემდეგ პირველი ოფიციალური წერილი გაავრცელა. ის პირობას დებს, რომ „მოწამე ლიდერის“ სიკვდილის გამო შურს იძიებს და ამას „ერის მოთხოვნად“ აცხადებს.

„პირობას ვდებ, შურს ვიძიებთ მოწამე ლიდერის და ამ ორი ომის ყველა მოწამის სისხლისთვის დამნაშავე და შერცხვენილ მკვლელებზე. აქ ვიქნებით თუ არა, ეს მიღწეული იქნება და მალე მთელ მსოფლიოში თავისუფლების მაძიებელთა შორის თითოეული ადამიანი შეასრულებს ამ ღვთაებრივი მისიის ნაწილს. როდესაც ცრემლიანი თვალებითა და გატეხილი გულით ვემშვიდობებით შენს ნეშტს, გპირდებით, დავიცავთ შენს სწავლებებს და მტკიცედ მივყვებით შენ მიერ ნაჩვენებ გზას. ამ გზაზე სირთულეების არ შეგვეშინდება და, შენსავით, ღვთაებრივ დაპირებებსა და კურთხევას ჩავეჭიდებით“, – ნათქვამია მოჯტაბა ხამენეის წერილში.

შეგახსენებთ, რომ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ 28 თებერვალს გახდა ცნობილი. ხამენეი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი შეტევის პირველივე დღეს დაიღუპა, როდესაც თეირანში მის რეზიდენციაზე თავდასხმა განხორციელდა. რაც შეეხება ირანის ახალ სულიერ ლიდერს, მოჯტაბა ალი ხამენეი მამამისის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოჯტაბა ხამენეი დაიჭრა ისრაელის დარტყმების დროს, თუმცა უკვე გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაში“ეს განაჩენები “ქართული ოცნების” დასასრულის მაჩვენებელია”- ელენე ხოშტარია ალეკო ელისაშვილს სოლიდარობას უცხადებს
შემდეგი სტატიაქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავარიის შედეგად, ერთი პირი დაიღუპა