პირობას ვდებ, რომ ვენეციის კომისია იქნება მთავარი არბიტრი გადაწყვეტილებაში – ირაკლი კობახიძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე

kobaxidze-rustaviსაარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონკრეტულ საუბარს თავს არიდებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს არც ერთ ნორმაზე აქვს წინასწარ გადაწყვეტილება მიღებული და მასზე მსჯელობა საკონსტიტუციო კომისიაში მოხდება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, რაც უფრო პროპორციულია სისტემა, მით უკეთესია პოლიტიკური სისტემის განვითარებისათვის, თუმცა დეტალურად განხილვაში არ ჩავალ. რისკები აქვს პროპორციულ სისტემასაც. მაგალითად, პროპორციული სისტემის პირობებში ძალიან რთულდება სტაბილური უმრავლესობის ჩამოყალიბება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მმართველ გუნდში არც პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება და ამ საკითხის განხილვაც მოხდება საკონსტიტუციო კომისიაში.

„ერთადერთი რისი პირობაც შემიძლია დავდო არის ის, რომ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და ის იქნება მთავარი არბიტრი და არც ერთი ისეთი ნორმა არ იქნება მიღებული, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ ნეგატიურად შეფასდება,“ – განაცხად ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში ბევრი პრობლემა იკვეთება
შემდეგი სტატიაჩვენი წითელი ხაზი გადის დეოკუპაციაზე, ამ სტრატეგიული ინტერესის საწინააღმდეგო ნაბიჯს პარლამენტი არ გადადგამს