პირობას ვდებ, ჩემი და ბაჩუკი ქარდავას პოლიტიკური ჯგუფის პარლამენტში ყოფნა და ოპონირება იქნება ნაყოფიერი, უკომპრომისო – მაჭუტაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, გააგრძელებენ კონსულტაციებს, რათა მათ მიერ ახლად შექმნილ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობა გაიზარდოს.

მისივე თქმით, პარლამენტში ამ პოლიტიკური ჯგუფის მუშაობა ნაყოფიერი იქნება.

„გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა კოალიცია და შევქმენით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, სახელწოდებით „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“. საპროცედურო კომიტეტმა სრულიად დაუჭირა მხარი ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის შექმნას, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, რისთვისაც მათ მადლობა. ჯგუფში ჯერჯერობით ვართ მე და ბაჩუკი ქარდავა, თუმცა ვაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა საქართველოს პარლამენტში გაიზარდოს ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობა. ასევე, შეიძლება ფიქრი პარლამენტში კიდევ ერთი საპარლამენტო ფრაქციის შექმნაზე. ამაზე ჩვენ გვაქვს საუბრები.

ჯგუფის თავმჯდომარედ არჩეული ვარ მე. პირობას ვდებ, ჩვენი პარლამენტში ყოფნა და ევროპული, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ოპონირება იქნება ნაყოფიერი, უკომპრომისო და იმ სტილის, რომელიც აუცილებელია საქართველოს პარლამენტში კულტურული, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი გარემოსთვის“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

banner
წინა სტატიაშიეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გადაიდო
შემდეგი სტატიამადლობა ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე – ზურაბიშვილი