პირობა დავდოთ, შენ წადი პარლამენტიდან და პოლიტიკიდან თუ დაამტკიცებ კორუმპირებულობას მე წავალ შსს-დან

შელაპარაკება ლევან ხაბეიშვილსა და თემურ კუპატაძეს შორის – ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილეს განმარტებები იუსტიციის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე, მის ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოსთხოვა.

ხაბეიშვილის თქმით, კუპატაძე კორუმპირებულია, რის შედეგადაც ბოლო წლებში შსს-ს მაღალჩინოსნის ქონებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მან კითხვით მიმართა შსს-ს მაღალჩინოსანს, საიდან ფლობს მცხეთაში სახლს და მილიონიან ქონებას.

კუპატაძე კი განმარტავს, რომ აქვს სესხი და დანაზოგი, გარდა ამისა მისი ქონების შესახებ ყველაფერი მითითებულია დეკლარაციაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი მის კორუმპირებულობას დაადასტურებს, ასეთი პირობა შესთავაზა:

“პირობა დავდოთ, შენ წადი პარლამენტიდან და პოლიტიკიდან თუ დაამტკიცებ კორუმპირებულობას მე წავალ შსს-დან”

„ეს არის კამერებთან კეკლუცი ადამიანი, შენ კეკლუცობ კამერებთან. შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, მეტი არაფერი. შენ ჩინოვნიკი რომ გახდები, ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ. შენ ხარ ინტრიგანი, პროვოკატორი ადამიანი. შენ ხარ უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე,“- ასე მიმართა თემურ კუპატაძემ ლევან ხაბეიშვილს.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური სააკაშვილზე – სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის
შემდეგი სტატიაექსპერტთა დასკვნა – მიხეილ სააკაშვილი დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე ფიზიკურ წამებას