ფირმებს, რომლებიც უცხოეთში დასაქმების მომსახურებას ეწევიან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2016 12:51

ფირმებს, რომლებიც უცხოეთში დასაქმების მომსახურებას ეწევიან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება მოუწევთ

მნიშვნელოვანი

  • ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულო იმ ფირმებისთვისაც იქნება, რომლებიც უცხოეთში დასაქმების მომსახურებას ეწევიან. ამას მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.

სხვა სტატიები

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულო იმ ფირმებისთვისაც იქნება, რომლებიც უცხოეთში დასაქმების მომსახურებას ეწევიან. ამას მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.

მთავრობის ინიციატივით რეესტრის ახალი სახე – ეკონომიკიურ საქმიანობათა რეესტრი იქმნება, სადაც რეგისტრირება სავალდებულო იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ: სურსათის, ცხოველური და მცენარეული საკვების პროდუქციის წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას, კოსმეტიკურ-ესთეტიკურ მომსახურებას და ასევე ისეთ საქმიანობას, რომლებიც უცხოეთში დასაქმებას უკავშირდება. ყველა სხვა სუბიექტისთვის ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში დარეგისტრირება ნებაყოფლობითი იქნება.

“აღნიშნული სამი სახეობის საქმიანობა მომეტებულ რისკებს შეიცავს, დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან და ზოგჯერ სიცოცხლესთან. რაც შეეხება უცხოეთში დასაქმებას, ეს სადღაც ტრეფიკინგის ზღვარზე გადის და ამიტომ ამ ტიპის საქმიანობა ეკონომიკური საქმიანობის რეეტრში სავალდებულო წესით იქნება დასარეგისტრირებელი. ის, ვინც ამგვარ საქმიანობას ეწევა და არ დაარეგისტრირებს, ჩაითვლება, რომ საქმიანობას უკანონოდ ეწევა და აქედან გამომდინარე, დაჯარიმდება. უარესი შედეგის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც შეიძლება დადგეს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საკითხის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2016 12:51