“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ჯაფარიძე ეხმაურება “ოცნების” პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას.
“რუსეთი და კიდევ 4 ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს “ქართული ოცნება” (იხილეთ ბოდიშის კამპანია, ასევე მათი რუკები) და ჰამაზი, რომლის გვერდითაც დისკომფორტის გარეშე იდგა ირაკლი კობახიძე.
რუსეთი და ეს 4 ქვეყანა აღიარებენ საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნების იმ შედეგს, რომელიც “ქართული ოცნების” ცესკო-მ დადო, და “ქართულ ოცნებას”, როგორც მთავრობას.
რუსეთი და ეს 4 ქვეყანა არღვევს საერთაშორისო სამართალს. “ქართული ოცნება” არღვევს საერთაშორისო სამართალს, როცა ადამიანებს აწამებს, უკანონოდ აკავებს, ცემს და სავარაუდოდ წამლავს.
პირიქითაა, პირიქით 🙂 რუსეთი და კობახიძე საქართველოს სახელმწიფოს არ აღიარებენ მის ტერიტორიულ საზღვრებში, ხოლო საქართველოს მოქალაქეები გაყალბებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, -აცხადებს გია ჯაფარიძე.
ინფორმაციისთვის, კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “რუსეთის ფედერაცია და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც”.

















