20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს.

 “უკვე ცნობილი არის, ახლახანს გადაიყვანეს იზოლატორში. დააკავეს, მაგრამ ყველაზე ცინიკური არის, რომ რომელი პოლიციელიც ძალადობდა, აი სწორედ მაგ პოლიციელებმა ჩამოიყვანეს და მაგ პოლიციელებმა გადაიყვანეს იზოლატორში. ერთი მხრივ, აკავებენ ადამიანს, რომელიც არის წამების მსხვერპლი და მეორე მხრივ, ის მოძალადე პოლიციელები, რომლებიც პირდაპირ წამება განახორციელეს, რამოდენიმე წუთის განმავლობაში ძალადობდნენ მოქალაქეზე, ამ წუთამდე დაკავებული არ არიან.
შსს-ს და პროკურატურას ვეტყვი, ეს ადამიანი არის უდანაშაულო. კადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ადამიანზე ძალადობენ, ამ ადამიანზე განხორციელდა წამება. ეს ადამიანი კი არ უნდა დაეკავებინათ, არამედ უნდა დაეკავებინათ ის პოლიციელები და ერთი ან ორი პოლიციელი კი არა 10-მდე პოლიციელი ძალადობს, უნდა გადაკვალიფიცირდეს მუხლი და უნდა დაიწყოს წამების მუხლით” | თქვა ადვოკატმა ქართლის ამბებთან საუბრისას.
banner
წინა სტატიაში“ჩვენთვის არ არის საინტერესო” — კობახიძე ქართული კომპანიების დასანქცირებაზე
შემდეგი სტატიასაგარეჯოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომსახურე პერსონალს წიწაკის სპრეი შეასხეს