პირი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბინიდან $13.000 მოპარა, დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 1988 წელს დაბადებული მ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ირანის ისლამური
რესპუბლიკის მოქალაქის 1985 წელს დაბადებული ს.მ.-ს ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი, ასევე, 13 000 აშშ დოლარს მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები, თანხის ნაწილი, საკეტის გამღები ინსტრუმენტი – ე.წ. “ატმეჩკა” და ​
სხვადასხვა ხელსაწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და მესამე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” მოვუწოდებთ, გააცნობიეროს თავისი შეცდომა – გიორგი ბარამიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
შემდეგი სტატია19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს