პირი LIVE-ში ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა

Fb მომხმარებლის, ბაჩო ქათამაძის მტკიცებით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი მან წაუკიდა. ის FB LIVE-ში ჩაერთო, სადაც ამბობს, რომ “კორონავირუსი საიდანაც ვრცელდება”, იმ “ბუდის” დემონტაჟს აკეთებს. რამდენიმე წამით ქათამაძის გამოსახულება ქრება, რის პარალელურადაც მტვრევის ხმა ისმის. როდესაც LIVE-ში ბრუნდება, მის უკან, სააკაშვილის ბიბლიოთეკის შენობას ცეცხლი უკიდია.

“იბუგება, იბუგება ყველაფერი, გადავბუგავ ყველაფერს, დედას მოვ****ავ ამგენს. პოლიცია, დამირეკე, აგერ ვარ, არსად არ გავრბივარ, მეფე ვარ, მეფე… მიშას ბიბლიოთეკა დაიწვა, რა, აბა, რა ჰგონიათ, სადამდე იბლატავებენ” – ამბობს ის.

 

 

აღსანიშნავია, რომ FB-მომხმარებელ ბაჩო ქათამაძეს პროფილზე ნიკა გვარამიაზე თავდასხმისას დაკავების დროს გადაღებული ფოტო უყენია. სავარაუდოდ, სწორედ მთავარი არხის დამფუძნებელზე თავდამსხმელია პირი, რომელმაც სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ცეცხლი წაუკიდა.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 19 აპრილს გაჩენილი ხანძრის დროს 15 კვადრატულ მეტრზე განთავსებული საოფისე ინვენტარი დაიწვა. არავინ დაშავებულა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო!
შემდეგი სტატიამეუფე გერასიმემ მედიკოსებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა