პირებს, რომლებიც სუს-ის უკანონო ჩანაწერებში ფიგურირებენ, GDI იურიდიულ დახმარებას სთავაზობს

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკანონო ჩანაწერებში ფიგურირებენ, იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ GDI მზადაა, დაეხმაროს ნებისმიერ პირს ინდივიდუალური განცხადების მომზადებაში და გაუწიოს კონსულტაცია.

“როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ათასობით ფაილში ფიგურირებს არაერთი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და სხვა პირი, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ფარული მიყურადება და მოსმენა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად დასჯადია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა. ამასთან 158-ე მუხლის თანახმად პასუხისმგებლობის საფუძველია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაც. შესაბამისად, გავრცელებული მასალა, რომლის მოპოვებაც დიდი ალბათობით სწორედ უკანონოდ მოხდა, გამოძიების დაწყების საფუძველია”, – ნათქვამია GDI-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან აქცია -“ნუ გვისმენთ” გამართეს
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს – აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს