29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

პირებისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365 -დღიანი ვადა ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესი მარტივდება

მძღოლობის კანდიდატებისთვის, რომელთაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365-დღიანი ვადა ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესი მარტივდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, მძღოლობის კანდიდატებს, რომლებსაც მინიჭებული 365- დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სააგენტოს ცხელი ხაზის (1272) მეშვეობით შეუძლიათ დააფიქსირონ ინფორმაცია და ისარგებლონ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობით.

ამასთან, სააგენტო განმარტავს პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის წესებს, რომელიც ბოლო მცდელობიდან გასული დროის მიხედვით განისაზღვრება:

გეგმური ჯავშანი – ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან

30 დღეზე მეტი ვადა აქვთ გასული;

არაგეგმური ჯავშანი – ვრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაც ბოლო გამოცდიდან 30 დღეზე ნაკლები ვადა აქვთ გასული.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლიბრე“ დააჯარიმა
შემდეგი სტატიაკობახიძე: 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით