პირდაპირი შეტევაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე – მიუღებელია მსგავსი თავდასხმითი რიტორიკა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რასაც კობახიძისგან ვისმენთ – ვაშაძე

პირდაპირი შეტევაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე – მიუღებელია მსგავსი თავდასხმითი რიტორიკა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რასაც კობახიძისგან ვისმენთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა.

მისივე თქმით, უახლოეს 2-3 თვეში საქართველოში ყველაფერი გაირკვევა, კერძოდ, ვინ არის რუსეთის და ვინ დასავლეთის მხარეს.

„პირდაპირი შეტევაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე. ვფიქრობ, ეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განგაშის სიგნალი უნდა იყოს. თავდასხმა ელჩზე, თავდასხმითი რიტორიკა დასავლეთზე, შენიღბული კამპანია – “ომი გინდათ”, “ომი გინდათ”, ეს, როგორც ჩანს, დიდი საერთო სტრატეგიის ნაწილია. უახლოეს 2-3 თვეში საქართველოში ყველაფერი გაირკვევა, თუ ვინ არის რუსეთის და დასავლეთის მხარეს. ჩვენ, საზოგადოებას, დასავლელ პარტნიორებთან ერთად მოგვიწევს დიდი არჩევანის გაკეთება. მიუღებელია მსგავსი თავდასხმითი რიტორიკა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რასაც ჩვენ ვისმენთ კობახიძისგან და მათი აპოლოგეტებისგან”,- აღნიშნავს ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიმოთხოვნების, პირობების და წინაპირობების დაყენება არის საკითხის პოლიტიზირება, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება მიხეილ სააკაშვილის – ნაცვლიშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინაში უწამლობას 3000 ადამიანი ემსხვერპლა – ჯანმო