“პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადება,” – გიორგი ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატის განცხადებას „მოღალატეობრივს“ უწოდებს.

გიორგი ვაშაძემ ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ, სპეციალური ბრიფინგი გამართა. ვაშაძის თქმით, რომ ეს არის სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელი კიდევ ერთი განცხადება.

ვაშაძე ურჩევს საქართველოს მოსახლეობას, რომ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი არ დაუჭიროს.

„მე ვფიქრობ რომ ასეთი განცხადებით, რომელიც არის პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული განცხადება, შესაბამისი პასუხი ამას უნდა გასცეს საქართველოს მოსახლეობამ, ქართველმა ამომრჩევლებმა. ვფიქრობ, რომ უნდა დავიწყოთ „კამპანია არცერთი ხმა ზურაბიშვილს, არცერთი ხმა ქვეყნის მოღალატეს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გადაცემა „რეაქციაში“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ქართული მხარე აგვისტოს ომის დაწყებაში.

banner
წინა სტატიაშითუ რაიმე სახის კითხვის ნიშნები, თუნდაც ყოფილ ჩინოვნიკებზე დგას, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას – გახარია “იბერიას” საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიათბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს