პირბადის გარეშე მგზავრი ავტობუსში არ დაიშვება – კალაძე

29 მაისიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, პირბადის გარეშე მგზავრი ავტობუსში არ დაიშვება და “ტრანსპორტი არ დაიძრება”.

“ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იწყებს მუშაობას და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ ერთმანეთი და დავიცვათ რეკომენდაციები. ავტობუსების წინა კარები იქნება დაკეტილი, არ გაიღება და მძღოლთან მიახლოებაც შეუძლებელი იქნება. მხოლოდ 2 კარი იმუშავებს დიდ ავტობუსებში, ხოლო პატარებში მხოლოდ უკანა”, -აცხადებს კალაძე.

banner
წინა სტატიაშიგუდამაყრის ქუჩა და გურამიშვილის გამზირი მოირეცხა
შემდეგი სტატიატრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის ციხეში თავი მოიკლა