“პირბადის გამოყენებაზე ჩვენ ჯერ უარს ვერ ვიტყვით”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგური ვითარება ჯერ არ იძლევა საშუალებას, პირბადის გამოყენებაზე უარი თქვან.

„პირბადის გამოყენება ინდივიდუალური დაცვის საშუალებაა და ინდივიდუალურ დონეზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ჩვენ თავად უნდა ავიღოთ პირბადის გამოყენებაზე. ისევ ძალიან სახიფათოა პირბადის გარეშე ამ პირობებში მუშაობაც, გართობაც და ნებისმიერი სხვა აქტივობის გაგრძელება. ძალიან საყურადღებოა და ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში, პირბადის გამოყენებაზე ჩვენ ჯერ უარს ვერ ვიტყვით, აქაც გამოსავალია სწრაფი და ფართო ვაქცინაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარის შეფასება: გუშინდელმა მოვლენებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს ხელისუფლების ამბიციას
შემდეგი სტატიაგია მურღულია: ძალადობით მხოლოდ საბოლოოდ წაგებულები იგებენ მცირე ხნით