პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის… ასეთ შემთხვევაში, ელჩი მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა – კობახიძე

“პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის… ასეთ შემთხვევაში, ელჩი მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე
უსამართლო შეტევას გაემიჯნებოდა” – ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბორჯომში საუბრობს და აშშ-ის ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება.

სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია თავიდანვე არ დადასტურდა. მარტივად შეეძლო ელჩს რა თქმა უნდა პასუხის გაცემა. ამ კითხვაზე მას შეეძლო ეთქვა, რომ შეხვედრა შედგა ომის დაწყების შემდეგ. ასეთ დროს ბუნებრივია საზოგადოებას აღარ ექნებოდა რაიმე დამატებითი კითხვის ნიშნები, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. შემდეგ გავრცელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი რის შემდეგაც, ელჩმა, საბოლოო ჯამში დაადასტურა ეს შეხვედრა. ასეთ დროს, როდესაც მარტივად შეგიძლია გასცე კითხვას პასუხი და ამ პასუხს არ გასცემ, ბუნებრივია ჩნდება საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები და მითქმა-მოთქმა რაც ძალიან ცუდია.

ერთ რამეს გეტყვით, რომ პირადი შეხვედრა რა თქმა უნდა ეს ვერ იქნებოდა. პირადი შეხვედრები იმართება მეგობრებს შორის. და ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მეგობრული შეხვედრა. აქ ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სრული უფლება არსებობდა იმის, რომ ამ შეხვედრაზე ყოფილიყო საჯაროდ საუბარი, დასმულიყო კითხვები და გასცემოდა ამ კითხვებს პასუხი. აქ მეგობრობაზე რომ იყოს საუბარი მინიმუმ, ელჩი ასეთ შემთხვევაში გაემიჯნებოდა უსამართლო შეტევას, რომელიც ხორციელდებოდა მეგობარ ბიძინა ივანიშვილზე, – ამბობს კობახიძე.

წინა სტატიაშიგანათლებისა და მეცნიერების კომიტეტი თემატური მოკვლევის ფარგლებში რეგიონულ შეხვედრას კახეთში მართავს
შემდეგი სტატიაგანცხადება