პირადი საკითხი იყო – ყავლაშვილი გოგიჩაიშვილთან დაპირისპირებაზე

ლევან გოგიჩაიშვილთან მომხდარ დაპირისპირებაზე, მმართველი გუნდის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი განმარტებას აკეთებს. ყაველაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირება პირად საკითხზე საუბარს მოჰყვა.

“ჩვენც ადამიანები ვართ და ხანდახან გვაქვს უფლება, პირად საკითხებზე ვისაუბროთ… ბოდიშს ვიხდი, რომ ეს სესიაზე მოხდა ეს. არაფერი არ მომხდარა. პირადი საკითხი იყო და ყველაფერი მშვიდად დამთავრდა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ და მოქმედ წევრებს შორის პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილს შორის დაიწყო, მოგვიანებით კი კამათში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ჩაერთო. დეპუტატებმა ერთმანეთზე გაიწიეს, მათ გაშველება მანდატურებმა შეძლეს.

დეპუტატები მანდატურებმა დეპუტატის ოთახში გაიყვანეს. დაპირისპირება ოთახშიც გაგრძელდა, თუმცა იქ შესვლის საშუალება ჟურნალისტებს არ მიეცათ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას ეხმაურება