პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს

პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს- ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტს ეხმაურება. პრეზიდენტი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია,”-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ში 5150 თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა
შემდეგი სტატიაბოლო სერიაში ისინი მარცხდებიან და ყველა ხედავს, რომ აღმოჩნდებიან ხოლმე ციხეში