„პირადი ცხოვრების შელახვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა” – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტს რიგით მეექვსე ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გაწეულ საქმიანობას აჯამებს.

თამარ ქალდანის 2018 წლის ანგარიშში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად პირადი ცხოვრების შელახვა მოხვდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით კომპეტენცია გამოძიებას ეკუთვნის.

„პირადი ცხოვრების ისეთი შელახვა,რომელიც შეიძლება დანაშაულებრივი საქმიანობით იყოს გამოწვეული – ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ მიმართულებით იცით, რომ კომპეტენცია საგამოძიებო ორგანოებს განეკუთვნება. ჩვენი კომპეტენცია ეს არის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე ზედამხედველობა პერსონალი მონაცემების დამუშავების კუთხით. ასევე იყო დანაშაულის ნიშნები და ვინაიდან გამოძიება ჩვენს კომპეტენციას არ წარმოადგენს ეს საქმე გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში,“-განცხადა ქალდანმა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთში პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატია„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი – მთავრობამ ე.წ. საპენსიო რეფორმის ფარგლებში მოიფიქრა სქემა, რომლითაც, დაახლოებით 200 ათას მოქალაქეს ატყუებს