“პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა ცალკე დანაშაულად გამოვა,”- ეკა ბესელია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივა პირადი ცხოვრების ინფორმაციის გასაჯაროვებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრების შეახებ დღეს პარლამენტში დარეგისტრირდება.

„კანონპროექტი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა და ეს პოზიცია შევაჯერეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უწყებებთან, ახალი მუხლის დამატებას გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსში 157 პრიმა მუხლი, ეს არის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა ცალკე დანაშაულად გამოვა, როგორც განსაკუთრებული დაცვის სფერო, ის იქნება მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ნუსხაში,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

გედევან ფოფხაძის თქმით, სახელმწიფოს მიდგომა ამ დანაშაულის  მიმართ უფრო უნდა გამკაცრდეს და მძიმე დანაშაულის კატეგორიაში უნდა გადავიდეს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პირადი ცხოვრების ფაქტებზე ჩარევის ფაქტებზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარს უჭერენ, თუმცა ასევე ამბობენ, რომ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას ნება არ აქვს, რომ ამ დანაშაულის წინააღმდეგ რეალურად იბრძოლოს, ამას აზრი არ ექნება.

აკაკი მინაშვილი ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქნას შემოღებული.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ კამპანია “წამზომი ჩართულია” დაიწყო
შემდეგი სტატიათვითმმართველობის პრეზიდენტის მიერ თსუ-ს თვითმმართველობის მხარდაჭერამ კონსერვატორიის სტუდენტების პროტესტი გამოიწვია