პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებით პარლამენტში კანონის გამკაცრებაზე მსჯელობენ

პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლადმაცველებს დეპუტატები უსმენენ. შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლებს პარლამენტის სპიკერი და კომიტეტების თავმჯდომარეები ხვდებიან.

პარლამენტში კანონის გამკაცრებას უჭერენ მხარს და, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, აცხადებს, საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მზად არის.

„ჩვენ მზად გვაქვს კანონი, რომლის ინიცირებაც გვინდა, რომ სწრაფად მოხდეს. ეს ეხება სასჯელის გამკაცრებას და ამავე დროს არსებულ მუხლებში, რომელშიც ცვლილება წინა ხელისუფლების დროს შევიდა და ჩაიწერა, რომ, თუ მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა, მაშინ არის დასჯადი პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფა, ეს იქნეს ამოღებული,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის, შეფასებით კი, კიბერდანაშაული ძალზედ რთულად გამოსაძიებელია, თუმცა საგამოძიებო უწყებები, დეპუტატის განცხადებით, ეფექტურად მუშაობენ.

ფარულ თვალთვალთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარეები დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: აქციის მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება “ჩვენ არ გვეხება”
შემდეგი სტატიაქუთაისში აფეთქების შედეგად 3 ადამიანია დაშავებული