პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნებისთვის ჟურნალისტი 115 მილიონით დააჯარიმეს

ფლორიდის ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ ონლაინ-ჟურნალ Gawker-ს ცნობილი ამერიკელი რესტლერისთვის ჰალკ ჰოგანისთვის 115 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დააკისრა. ჰალკ ჰოგანმა ჟურნალის წინააღმდეგ სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც გამოცემამ შოუმენის მონაწილეობით სექს-ვიდეო გამოაქვეყნა. სასამართლომ დაადგინა, რომ პორტალმა დაარღვია ჰალკ ჰოგანის პირადი ცხოვრების დაცვის უფლება, ხოლო თავად ჩანაწერი ინფორმაციულ ღირებულებას არ წარმოადგენდა.

ვიდეო ონლაინ-გამოცემამ 2012 წელს გამოაქვეყნა. ჩანაწერში ჰოგანი თავისი მეგობრის მეუღლესთან ერთად არის. ჰალკ ჰოგანი, რომლის ნამდვილი სახელი ტერი ბოლეაა, აცხადებს, რომ ვიდეოს გამოქვეყნებამ მისი კარიერა დააზარალა.

ჰალ ჰოგანი 1980-90-იან წლები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესიონალი რესტლერი იყო. ის რეალითი-შოუს მონაწილეა.

აღნიშნულ სასამართლო საქმეს მიიჩნევენ ბრძოლად პრესის თავისუფლებასა და ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას შორის.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიკანადამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები შემოიღო
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა