პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა

პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვის გამო, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ის თავისუფლებაზე დაელოდება საქმეზე განაჩენის გამოტანას. ბრალდებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა და სხდომა დახურული იყო.

გელა ღურწკაიას გათავისუფლებაზე პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ მისი 9 თვიანი პატიმრობის ვადა 3 ნოემბერს იწურება, ხოლო ამ დროისთვის მტკიცებულებების გამოკვლევა და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება საქმის მოცულობიდან გამომდინარე ვერ ესწრება.

პირადი ცხოვრების მასალის გავრცელების საქმეზე 4 პირია ბრალდებული, ხოლო ამ მასალის გადაღების საქმეზე ძიება ცალკე საქმედ არის გამოყოფილი.

საქმე ეხება ელისო კილაძის ოფისში მიტანილ კადრებს, რის გამოც ღურწკაია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე: პოლიტიკური მტრები და გულუბრყვილო მომხრეები ქუჩის ოპოზიციად ქცევისკენ მიგვითითებენ
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი: ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი კონსულტაციები გრძელდება