პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმე – მთავარი პროკურატურა მეორე წელია გამოძიებაში დახმარებას უცხოეთიდან ელის

მთავარი პროკურორი ორი წლის წინ დაწყებულ იმ გამოძიებაზე საუბრობს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გამოქვეყნებისა და გამოქვეყნების მუქარის საქმეზე დაიწყო.

ირაკლი შოთაძის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით ფარული ვიდეომასალების გამავრცელებლის ვინაობა დადგენილი არ არის. შოთაძის თქმით, ისინი უცხოელი კოლეგების დახმარებას ელიან, რადგან ვიდეოები საქართველოდან არ არის ატვირთული.

„აქ უნდა გაიმიჯნოს ორი რამ, პირველი-ვინ მოახდინა ამ კადრების გადაღება და შენახვა და მეორე, ვინ მოახდინა გავრცელება. გადაღება ამ კადრების განხორციელებულია საქართველოში სამართალდამცავი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ. ამას ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და ამ ფაქტზე კონკრეტული პირები უკვე დამნაშავედ არიან ცნობილი, მათ შორის კუდ-ის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სხვა პირები.

“საქართველოს პროკურატურა გამოძიების ფარგლებში ატარებს და ჩაატარა ყველა შესაძლებელი საგამოძიებო მოქმედება. ათეულობით სამართლებრივი დახმარების მოთხოვნა არის გაგზავნილი სხვა ქვეყნებში, რათა მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია.

“მინდა გითხრათ, რომ ამ ფაილების ატვირთვა საქართველოდან არ მომხდარა, მოხდა უცხოეთიდან. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ჩავატაროთ რაიმე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და ამიტომ ველოდებით ამ სამართლებრივი დახმარების შედეგებს,“-აცხადებს შოთაძე.

ვირუსის ბლოკატორები