პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ მოზარდს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ მირიან მჟავანაძეს დღეს აღკვეთის ღონისძება უნდა შეუფარდონ. პროკურატურა სასამართლოს 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მჟავანაძეს ვიდეოკადრები პირად შეტყობინებაში გაუგზავნეს და მასალა განზრახვის გარეშე Youtube-ზე, საკუთარ გვერდზე ატვირთა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პირს, რომელმაც მისი თქმით, 18 წლის მოზარდის პროვოცირება მოახდინა და კადრები გაუგზავნა, ძალოვან უწყებებთან იყოს კავშირში.

banner
წინა სტატიაშივინ ცდილობს გახარიას მოშორებას?
შემდეგი სტატია(Video) შსს-მ იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოავლინა – დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე