“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების დაბლოკვა 15 წუთში არ ხდება”

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, “youtube”-ზე განთავსებული ვიდეოების დაბლოკვა 15 წუთში ვერ ხერხდება.

ვახტანგ გომელაურმა ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე საუბრისას განმარტა, რომ გარკვეული საიტების თუ “youtube”-ზე განთავსებული ვიდეოების სწრაფად დაბლოკვის პრობლება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებსაც აქვთ.

“ზოგადად, გვიან იბლოკება ხოლმე ვიდეოები. მაგალითად, ტერორიზმის თემაზე ვიდეოებს მალევე ბლოკავენ. იგივე პრობლემები აქვს ბრიტანეთს, ამერიკას. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებზე იკრიბება ჯგუფი, რომელიც წყვეტს, დაბლოკოს თუ არა ვიდეო. ანუ ერთ ან 15 წუთში ასეთი რაღაც არ ხდება არც ჩვენთან, არც ამერიკაში და არც სხვა ევროპულ ქვეყნებში. ვიდეოს და ამა თუ იმ საიტის დაბლოკვაზე წვდომა და უფლება არ გვაქვს, თუ ეს თვითონ, საიტის ხელმძღვანელობამ არ გადაწყვიტა”, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე უკრაინის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიამინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, ვიზალიბერალიზაცია გექნებათ – EPP-ს პრეზიდენტი