პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები: საუბარია არა სასულიერო პირზე არამედ პოლიტიკოსზე – მეუფე პეტრე

პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში საუბარია ერთ პოლიტიკურ ფიგურაზე – ეს განცხადება, მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. “რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში მეუფე პეტრე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში, რომელზეც პროკურატურა აპელირებს, საუბარია პოლიტიკოსის და არა სასულიერო პირის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე. მისი თქმით, ხელისუფლება სიმართლის დაფარვით, საკუთარი გუნდის წევრის გადარჩენას ცდილობს.

„ყველა ვერსია, რაც ცრუ ვერსიების სახით ვრცელდება, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და მათ შორის პატრიარქის შეცდომაში შეყვანა. იმიტომ, რომ ეს არის მხოლოდ სიმართლის გადასაფარად. ზოგადად არ გამოვრიცხავ ბინძური ადამიანებისგან ბინძურ მეთოდებს. ყველაფერი შეიძლება იყოს დაშვებული. მაგრამ რაც შეეხება რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რამაც გაიჟღერა და რაც ღია შანტაჟი იყო, მე რაც ვიცი, მამაო ამ უხსენებელ თავის მოგვარესთან საუბრობს ერთ-ერთ პოლიტიკურ ფიგურაზე, რომელიც ამ ქალბატონის მეგობარია და ერის ადამიანია, ანუ მის პირად ცხოვრებაზე არის ჭორაობა და ვფიქრობ, ხელისუფლებას ვიღაც საკუთარი გუნდის წევრის დამალვა უფრო აწყობს,“ – აცხადებს მამა პეტრე.

banner
წინა სტატიაშისეტყვა კახეთში – სტიქიამ თელავის რაიონის სოფლები დააზარალა
შემდეგი სტატიამაქვს წერილობითი მტკიცებულება რომ მეუფე პეტრეს პატრიარქის მოკვდინება სურს – ედიშერ ქარჩავა