“პირადად მე ვიხდი ბოდიშს, იმის გამო, რაც დღეს მოვისმინეთ” – ეკა კვესიტაძე გიორგი გაბუნიას განცხადებაზე საუბრობს

ეკა კვესიტაძე„ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა ეთიკის და სტანდარტის მიმართ, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამ ეთიკას და სტანდარტს,“ – ეს განცხადება „კვირის აქცენტების“ წამყვანმა ეკა კვესიტაძემ გააკეთა. ეკა კვესიტაძე, გადაცემა “კურიერი P.S.”-ში, მისი წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ შესავალ სიტყვას გამოეხმაურა, სადაც გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა.

„ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ გავიარო ზუსტად იმ ხაზზე, სწორად, რომელზეც ახლა გავიარო, რადგან ეს ჩემთვის იყო ძალიან მძიმე ამის მოსმენა, იმიტომ რომ მე ამ არხის თანამშრომელი ვარ და მე ზუსტად ვიცი, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გავხდეთ ჟურნალისტები, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ერთ რამ, რომ ჩვენ გვაკისრია უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლების წინაშე და ამ ქვეყნის წინაშე და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ „რუსთავი 2“-ის ყველაზე პოპულარული ეთერით. ამიტომ, ნებისმიერი სიტყვა უნდა იყოს შეთანხმებული, ჩემი აზრით, და ნებისმიერ აზრი უნდა იყოს ძალიან დიდი ხნის ნაფიქრი, რომელსაც ჩვენ ამ ეთერში ვამბობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა ეთიკის და სტანდარტის მიმართ, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამ ეთიკას და სტანდარტს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ ჟურნალისტები. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს თავს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კოლეგებს, როლებიც ამ არხზე მუშაობენ თავდაუზოგავად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არხს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ბრძოლას, პირველ რიგში, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში, ასეთი ნერვების ფასად გვიჯდება და ეს ბრძოლა არ გადის მარტო ამ არხზე, ეს ბრძოლა გადის ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნებაზე, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მაყურებელს და გულშემატკივრებს და უნდა ვიცოდეთ, რა პასუხისმგებლობას ვატარებთ, როდესაც პირდაპირ ეთერში ვზივართ. ამიტომ, პირადად მე ვიხდი ბოდიშს, იმის გამო, რაც დღეს მოვისმინეთ, იმ უპასუხისმგებლო ტექსტის გამო, რომელიც მოვისმინეთ“ – განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2” არ იზიარებს გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი:ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!