მე პირადად, ანა დოლიძის მიმართ მხოლოდ პატივისცემა შემიძლია დავაფიქსირო – თამარ ჩუგოშვილი

„მე არ ვიცი, პრეზიდენტს შეიძლება ბევრი რამის ინტერესი ჰქონდეს, მე პირადად, ანა დოლიძის მიმართ, მხოლოდ პატივისცემა შემიძლია დავაფიქსირო,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. მან ანა დოლიძის მიმართ, რომელმაც იუსტიციის საბჭოში კრიტიკული შეფასებები გააკეთა, სოლიდარობა გამოხატა.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საკმაოდ ხმაურით სრულდება ხოლმე სხვადასხვა საკითხის სრულდება. ზოგადად, ცუდია რომ საბჭომ ერთიანობას ვერ მიაღწია ამ წლების განმავლობაში მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდოდო გუგეშაშვილს ოპერაციას უკეთებენ
შემდეგი სტატიაშსს-ს განცხადება გუგეშაშვილის მკვლელობაზე