“ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხარაძე ამბობს, რომ მოლოდინი არ ჰქონია, თუმცა სურვილი ჰქონდა, რომ იქნებ “ქართულ ოცნებას“ ამ გლოვის დღეებში სინდისის პატიმრების მიმართ გარკვეული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული.
ჩხირაძე დარწმუნებულია, რომ ასე რომ მოქცეულიყვნენ, მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი ამბავი იქნებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა.
,,მოლოდინი არ მქონია, მაგრამ ჩემი სურვილი იყო, იქნებ მათთვისაც პოლიტიკურად მომგებიან ამბად ექციათ, რომ სინდისის პატიმრების მიმართ გარკვეული გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული ამ გლოვის დღეებში. სამწუხაროდ მოლოდინი არ მქონდა და არც მოულოდნელობა მოხდა. ელენეზე ვფიქრობდი, რომ ამდენი ხანია ზის, ვერც თავისუფლებდა, რადგან ხვალ კიდევ სასამართლო პროცესია და არავინ იცის სადამდე გაგრძელდება, იქნებ გადადგან რამე ნაბიჯი და სად წავლენ, ყველანი ისევ ამ სასამართლოს განკარგულებაში არიან, მაგრამ არა, რაღაცნაირი ბოროტი სიჯიუტე და სისასტიკე ამოძრავებთ ამ ადამიანებს. სად უნდა აღიწეროს მერე ის, რომ მოსმართლემ განჩინებაში ჩაწერა, დანაშაულის ჩადენის იარაღი უნდა განადგურდეს და ეს იარაღი არის, არც მეტი-არც ნაკლები, ფლომასტერი. არაფერი კარგის მოლოდინი არ მაქვს ადამიანებისგან, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.















