ფიქრია ჩიხრაძე – სააკაშვილის ჩამოსვლის საჭიროება არ არის, დაწყნარდეს

სააკაშვილის ჩამოსვლის საჭიროება არ არის, დაწყნარდეს, დამშვიდდეს, ოპოზიცია როგორმე გაიკვალავს თავის გზას, – ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

„მან არაერთხელ მოისმინა, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური ძალისგანაც, რომ მისი არანაირი ჩამოსვლის, არანაირი ფორმით საჭიროება არ არის. ასე რომ დაწყნარდეს, დამშვიდდეს, ოპოზიცია როგორმე გაიკვალავს თავის გზას თვითონ. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ მას საკუთარი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგში ჩარევას, ისევე როგორც ჩვენ ვერ აგვიკრძალავს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ნებისმიერი ჩვენი ლიდერის მონაწილეობას, მაგრამ საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებებში, ამ შემთხვევაში ჩვენ მისი პარტიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ვურთიერთობთ და მათი პოზიცია ჩვენს პოზიციასთან შეჯერებულია“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი – გრიგოლ ვაშაძე დიპლომატია და როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა, ამიტომ გააკეთა ამ ტიპის განცხადება,
შემდეგი სტატიახაბეიშვილი – გრიგოლ ვაშაძის ხელმეორე განცხადებაში ცალსახადაა მითითებული, რომ კონტექსტიდან ამოვარდნილ, რაიმე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებასთან საქმე არ გვაქვს