24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ფიქრია ჩიხრაძე: როგორ შეიძლება მორწმუნე იყო და ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისთვის წამალი არ გემეტებოდეს?!

“როგორ შეიძლება მორწმუნე იყო და ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისთვის წამალი არ გემეტებოდეს?!”_ აღნიშნული განცხადება გააკეთა “ძლიერი საქართველო-ლელოს” წევრმა  ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემაში “დღის ამბები”.

“პატრიარქმა დემოგრაფიული პრობლეისთვის ბევრი იღვაწა. მთელი არმია არის დღეს მისი ნათლულების. მაგრამ დღეს იმის მაგივრად რომ ქართველი ბავშვები საქართველოში იზრდებოდეს და განათლებას იღებდეს, ასეულობით ოჯახი მიდის საზღვარგარეთ, იმიტომ რომ აქ პერსპექტივას ვერ ხედავს. თუ ჩვენი პატრიარქი გვიყვარს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ საქართველოში დაგვედგომებოდეს და ეკონომიკური მდგომარეობა არ იყოს ისეთი, რომ ადამიანს მხოლოდ ხვალინდელი დღის საფიქრალი ჰქონდეს და შეეძლოს ბევრ სხვა რამეზე იფიქროს.. სულიერ განვითარებაზე, კულტურულ განვითარებაზე, თუნდაც კარგ დასვენებაზე, ჯანმრთელობის მოწესრიგებაზე.. რასაც  ახლა ვხედავთ, როგორ შეიძლება მორწმუნე იყო და ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისთვის წამალი არ გემეტებოდეს?!”_ განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, დიუნშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები რამდენიმე დღეა რაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

banner
წინა სტატიაშიტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი დააკავა