13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ფიქრია ჩიხრაძე: პატიმრის განცხადების დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთელ ხელისუფლებას ეკისრება

პოლიტიკოსი ფიქრია ჩიხრაძე პატიმარ გიორგი დავითაძის მიერ გაჟღერებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტსა და პენიტენციური სამსახურის პასუხს ეხმაურება.

მისი თქმით, უწყების მიერ გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა საზოგადოებაში ბევრად მეტი კითხვა გააჩინა.

„360 გრადუსში“ საუბრისას ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ ვითარება 2012 წლის მოვლენებს ახსენებს და ხელისუფლებამ საჯარო, გამჭვირვალე გამოძიება უნდა უზრუნველყოს:

„2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაში გარდამტეხი წილი ციხის კადრებმა შეიტანა. „ქართულმა ოცნებამ“ აითვისა ყველაფერი, რაც ცუდი იყო წინა ხელისუფლებისას. ნაჩქარევად გამოქვეყნებულმა ფირმა ბევრად მეტი შეკითხვა გააჩინა. ასე სწრაფად, ყოველგვარი გამოძიების გარეშე თავის მართლება მძიმე ეჭვებს ბადებს. თუ ეს დანაშაული დადასტურდა, მთლიანმა სახელისუფლებო ვერტიკალმა უნდა აგოს პასუხი“, — განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ N6 დაწესებულების ბადრაგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდება უარყო, მას დეზინფორმაცია უწოდა და ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიეპისკოპოსი გიორგი ჯანმდელიანი: პენიტენციურში სავარაუდო ძალადობის ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს
შემდეგი სტატიალევან გოგიჩაიშვილი: რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულება საწამებელ ადგილად არის გადაქცეული