ფიქრია ჩიხრაძე – მთავრობას არჩევნების პირველ ოქტომბერს დანიშვნა სურდა

პრეზიდენტმა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრემიერთან კონსულტაციის შედეგად მიიღო,- ამის შესახებ გადაცემა 2030-ში საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, მთავრობას სურდა, არჩევნები 1 ოქტომბერს გამართულიყო, მაგრამ საბოლოოდ 8 ოქტომბერზე შეთანხმდნენ.

„შესაბამის აქტში ჩამოყალიბებული ყველა წინადადება მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და პრეზიდენტმა მსუბუქი საყვედურებიც კი მიიღო, რომ მთავრობის პოზიცია ზედმეტად გაითვალისწინა. პრეზიდენტის პოზიცია იყო, არჩევნები ოქტომბრის მეორე ნახევარში გამართულიყო, მთავრობას 1 ოქტომბერს სურდა. საბოლოოდ კი, შეთანხმება 8 ოქტომბერზე მოხდა“,-აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაშიყველაზე დიდი შეურაცხყოფა მე და ჩემს ოჯახს სწორედ თქვენ, ამ საზიზღრობის გამავრცელებლებმა მომაყენეთ
შემდეგი სტატია,,რესპუბლიკელ მინისტრებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტარციას ძალიან უცნაური ვერსია ჰქონდა”