ფიქრია ჩიხრაძე: კონსტიტუცია გვეკუთვნის ყველას და ცვლილებები უნდა ხორციელდებოდეს ყველას თანხმობით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება. საუბარია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს იმას, რომ კონტიტუცია მხოლოდ ამ უმრავლესობისაა:

„როდესაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, ჩვენი მხრიდან ასეთი კომისიის შექმნას არავითარი წინააღმდეგობა არ ჰქონია. იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, რომ მართლაც სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს, ამისთვის სწორედ დაუპირისპირებელი მხრიდან, აპოლიტიკური პრეზიდენტისგან, რომელიც არცერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი არ არის და მას აქვს უკვე კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბებული, ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობისა. ჩვენი შეხედულებით, ეს ბევრად უფრო საინტერესოს, მაღალი ლეგიტიმაციის მქონეს გახდიდა ამ პროცესს და მის მიმართ არ იქნებოდა გაუცხოება.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს შეთავაზება პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმაც შემდგომში თქვეს ასეთი რამეც, რომ ეს არ არის ძალიან საჩქარო და ამის ფორსირებას არ აპირებენ, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდება თავის პრიორიტეტებსა და ხედვაში, ალბათ მაშინ დაუბრუნდებიან ამ საკითხს. რასაც საქართველოს პრეზიდენტი სთავაზობს, ბევრად უკეთესი გამოსვალია იმ კარგი თანხმობის პროდუქტის შესაქმნელად. ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუცია არ ეკუთვნის საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ძალას, კონსტიტუცია გვეკუთვნის ყველას. კონსტიტუციის ცვლილება არ ნიშნავს, რომ ერთპარტიულად განახორციელო. ცვლილებები უნდა ხორციელდებოდეს ყველასთან თანხმობის გზით“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) კახეთში მომხდარ ავარიაზე თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო დედოფლისწყაროში ავარიის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს