29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ფიქრია ჩიხრაძე: “გავრილოვის გრძელი ღამე” უნდა დასრულდეს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება “გავრილოვის ღამიდან” 7 წლის გასვლას.

„20 ივნისი, 7 წელი გავიდა „გავრილოვის ღამიდან“. მაშინ რუსი გავრილოვი ჩაჯდა პარლამენტის მთავარ სავარძელში; ახლა კი, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის 14 წლის თავზე, ყველგან ,,გავრილოვია”. გავრილოვის ღამე გავრილოვის დღეებად, თვეებად, წლებად გაგრძელდა.

ევროპული მომავლისთვის მებრძოლი გოგო-ბიჭები სინდისის პატიმრებად იქცნენ; ელენე ხოშტარია ციხეში ზის და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს;

უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ლიდერს კვლავ ციხე ელოდება;ვინც ციხეში არ მოხვდება მახინჯი კანონებით გარეთ ექნება თავისუფლება აღკვეთილი.

,,გავრილოვშინა” და ,,გავრილოვის გრძელი ღამე” უნდა დასრულდეს“- წერს ფიქრია ჩიხრაძე „ფეისბუქზე“.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ლიფტის გაძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგურამ ჩუხრუკიძე: 20 ივნისს ივანიშვილმა აჩვენა, რომ რუსი დეპუტატების გამო მზად არის ხალხის გასაწირად