ფიქრია ჩიხრაძე – არჩევნები დამთავრდა და ხელისუფლებამ დაიწყო თავისი ნამდვილი სახის გამოჩენა

სამგორის რაიონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი „ლელოდან“ ფიქრია ჩიხრაძე ეხმაურება სამგორში განვითარებულ მოვლენებს.

“სამგორის რაიონის ქიზიყის ქუჩაზე დღეს არსებული ვითარება სცდება რაიმე სახის ადმინისტრაციულ თუ სამართლებრივ რეაგირებას. ზამთრის ცივ დღეებში, მძვინვარე პანდემიის პირობებში ადამიანების გამოყრა საცხოვრებელი სახლებიდან და ამ სახლების მიწასთან გასწორება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა და ანტიჰუმანური აქტი. არჩევნები დამთავრდა და ხელისუფლებამ დაიწყო თავისი ნამდვილი სახის გამოჩენა. ღია ცის ქვეშ ტოვებენ უმწეო ადამიანებს – ბავშვებს, მოხუცებს, ორსულ ქალებს.

მოვუწოდებთ კახი კალაძეს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამ ანტიჰუმანური ბრძანების აღსრულება. სამგორის რაიონში ბევრია დაუკანონებელი სახლი თუ თავშესაფარი და ამ პრობლემას მოგვარება სჭირდება და არა ადამიანებზე გადავლა და მათი საცხოვრებლის მიწასთან გასწორება“ – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური : გრიგოლ ვაშაძის წასვლა, ამ განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – გრიგოლ ვაშაძე არის შესანიშნავი პოლიტიკოსი, კარგი კოლეგა და მეგობარი