„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. აღნიშნული განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი პუტინის რეჟიმს სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული, კობახიძემ და მდინარაძემ – ტერორისტად გამოაცხადეს. პირადადაც იძიეს მასზე შური და პუტინსაც აამეს.
„ალეკო ელისაშვილს უხსოვარი დროიდან ვიცნობ. ყველაზე მეტად მისი „ჰამქარელობის” პერიოდი მიყვარს და მეც გამხადა თავისი „ჰამქრის” წევრი.
ვიღაცას მოსწონდა, ვიღაცას – არა, მაგრამ მე ვერასოდეს დავივიწყებ მის უყოყმანო წასვლას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და ასევე უყოყმანოდ გამგზავრებას რუსეთ-უკრაინის ომში. ალეკო ელისაშვილი პუტინის რეჟიმს სამხედრო დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული,
კობახიძემ და მდინარაძემ – ტერორისტად გამოაცხადეს. პირადადაც იძიეს მასზე შური და პუტინსაც აამეს. ალეკო ელისაშვილის საქმე საბოლოოდ აუცილებლად გაცამტვერდება, მაგრამ მანამდე ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. სოლიდარობა ალეკოს და მის არაჩვეულებრივ ოჯახს!“- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.















