,,ფიქრები სალომე ზურაბიშვილის კვალდაკვალ ” გია ხუხაშვილი ,,ხეიბარ” და ,,კოჭლ” პატრიოტიზმზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე სტატუსს სათაურით “ფიქრები სალომე ზურაბიშვილის კვალდაკვალ” აქვეყნებს. “თაიმერი” მას უცვლელად გთავაზობთ

,,ფიქრები სალომე ზურაბიშვილის კვალდაკვალ.
ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულები ვართ. მაგრამ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ პატრიოტებიც ვართ? სამშობლოს სიყვარული პატრიოტიზმის მხოლოდ ემოციური მდგენელია. მისი რაციონალური მდგენელი სახელმწიფოებრიობის აღქმა, მისი პატივისცემაა. თუ რომელიმე არ გაქვთ, თქვენი პატრიოტიზმი ხეიბარია.
ბიძინა ნამდვილი ქართველია, რომელსაც უყვარს და არ ესმის, პატივს არ სცემს.
მიშა ამ გაგებით არ იყო ქართველი. მას ესმიდა, მაგრამ არ უყვარდა.
ორივეს პატრიოტიზმი კოჭლია. შედეგიც სახეზეა.
მათი ჰიბრიდი გვჭირდება, რომელსაც ესმის და უყვარს….”-წერს პოლიტოლოგი

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეი თვლის, რომ “ბრექზიტის” შესახებ ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული
შემდეგი სტატიაროუზ გოტემოლერი – მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი