ფიფას კორუფციული სკანდალი გრძელდება – დაკავებულია ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი

აშშ-ს მთავრობამ ფიფას ჩინოვნიკების ამერიკაში ექსტრადირება მოითხოვა

შვეიცარიის ხელისუფლებამ ფიფას ჩინოვნიკების დაკავების ახალი სერია დაიწყო. კორუფციულ სკანდალში ეჭვმიტანილი 10-ზე მეტი მაღალჩინოსანი გუშინ იმავე სასტუმროში დააკავეს, სადაც 2015 წლის მაისში ფიფას სხვა ოფიციალური პირების დაკავება მოხდა.
დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მათ ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ადანაშაულებენ. როგორც “ნიუ იორკ თაიმსი” წერს, დაკავებულთა შორის არ არის ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი.

როგორც „როიტერი“ ციურიხის პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, დაკავების ოპერაცია ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და პოლიციის განკარგულებით ჩატარდა.

23 ნოემბერს ფიფა-ს ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ზეპ ბლატერისა და უეფა-ს პრეზიდენტის მიშელ პლატინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ბლატერს პლატინისთვის ჰონორარის სახით 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადახდაში ადანაშაულებენ.

ფიფა-ს სკანდალი გასული თვის მაისში დაიწყო. 14 მაღალჩინოსანი გასულ თვეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ქრთამის სისტემატიურად აღებისა და 2018-2022 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის ადგილის არჩევის დროს უკანონო ქმედებების ბრალდებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ადეიშვილს კიდევ ერთი პატიმრობა შეეფარდა – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია” ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ უზრუნველყოფა, რომ მომდევნო არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და სამართლიანი”