ფიფას ახალმა პრეზიდენტმა არ იცის რამდენი ექნება ხელფასი

ფიფას ახალმა პრეზიდენტმა არ იცის რამდენი ექნება ხელფასი

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მან არ იცის რამდენია მისი ხელფასი – Reuters-ი წერს.
პირველი სამუშაო დღის შემდეგ ინფანტინომ განაცხადა, რომ წარმოდგენა არა აქვს ფიფას პრეზიდენის ანაზღაურება რამდენი იქნება.
“წარმოდგენა არ მაქვს. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ მე ჩემი კანდიდატურა ფულის გამო არ წამომიყენებია. ჯერჯერობით არავისთან განმიხილავს ჩემი ხელფასის შესახებ. ყველაფერს თავისი დრო აქვს” – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა.

26 თებერვალს ფიფას კონგრესის არჩევნების მეორე ტურში ინფანტინომ 207 ქვეყნიდან 115-ის მხარდაჭერა მიიღო. შვეიცარიელი მომდევნო 4 წლის მანძილზე ფიფას უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სირიაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა
შემდეგი სტატიანავთობის დაბალმა ფასმა ევროზონის დეფლაცია გამოიწვია