ფიფამ გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე გაანთავისუფლა

ჟერომ ვალკე ფიფამ დაკავებული თანამდებობიდან გაანთავისუფლა – ამის შესახებ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის საიტზე დევს ინფორმაცია.
გასულ კვირას ეთიკის საგამოძიებო კომიტეტმა ვალკეს ფეხბურთის სფეროში 9 წლით განთავისუფლების შესახებ რეკომენდაცია მისცა ფიფას. 2015 წლის სექტემბერში ვალკე 90 დღით დროებით იქნა ჩამოშორებული ფეხბურთს. ეს ვადა მაშინ კიდევ 45 დღით გაუგრძელეს.

გასული წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ ვალკე ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის ფეხბურთის ბილეთების გაყიდვის მაქინაციებში იყო გარეული.
გარდა ამისა, აშშ ეჭვს გამოთქვამს, რომ 2008 წელს ვალკემ 10 მილიონი დოლარი ორგანიზაციის ანგარიშიდან ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯეკ უორნერის ანგარიშზე გადარიცხა, რომელიც თავის მხრივ კორუფციაშია ბრალდებული.

ვალკე ბრალდებებს უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინმა წყალბადის ბომბის შემქმნელები დააჯილდოვა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: დღეს ბევრი სიტუაციას ისე ხატავს, თითქოს ჩვენ გამოვძებნეთ “გაზპრომი”