ფიფა-ს ვებგვერდიდან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, სადაც სავარაუდოდ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც იგულისხმებოდა, უკვე აღებულია

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის – ფიფა-ს ვებგვერდიდან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, სადაც სავარაუდოდ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც იგულისხმებოდა, უკვე აღებულია.

ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია, რომ რუსეთი 18 სახელმწიფოს ესაზღვრება.

გეოგრაფიულად რუსეთი 16 ქვეყანას ესაზღვრება, აქედან 14-თან რუსეთს აქვს სახმელეთო საზღვარი, ორთან კი (აშშ, იაპონია) საზღვაო.

აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც იყო ნაგულისხმევი.

 

banner
წინა სტატიაშიოკუპანტების მიერ გატაცებული ელიზბარ მესტუმრიშვილი თავისუფალია
შემდეგი სტატიატერორისტებმა დამასკოში საცხოვრებელ რაიონებს ნაღმმტყორცნები ესროლეს